დაიკარგა 27 წლის მერაბ გიორგაძე, რომელსაც ოჯახი 24 ივლისიდან ეძებს.
ბოლო ინფორმაციით, ის ზღვაზე სათევზაოდ იმყოფებოდა.
ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„24 ივლისს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა მერაბ გიორგაძე.
ასაკი : 27 წლის
ბოლო მონაცემებით ტელეფონით კომუნიკაციისას გვითხრა, რომ ზღვაზე იყო სათევზაოდ ასული. თან ჰქონდა ზურგჩანთა და ანკესი.
მას შემდეგ ტელეფონი გამორთული აქვს. სატელეფონო ანძებსაც მისი მდებარეობა დაფიქსირებული აქვს იმ ტერიტორიაზე, რომელიც თვითონ აღწერა საუბრისას და ამის შემდეგ კვალი იკარგება.
ვეძებთ ყველანაირი ძალებით, თუმცა უშედეგოდ. გთხოვთ, თუ რამე ინფორმაციას ფლობთ ან სადმე შენიშნეთ ეს პიროვნება დაგვეხმარეთ მის პოვნაში. ყოველი წვრილმანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
დაგვიკავშირდით ნომერზე : 579 28 20 19“, - წერს ქეთი ჯალაღონია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის და რას საქმიანობს ლაშა ბექაურის შეყვარებული - ოლიმპიური ჩემპიონის პირადი