Digest Logo

🎥 თიკა ჯამბურია ახალი სიმღერის ირგვლივ აგორებულ ნეგატიურ განწყობებს პასუხობს - „მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბოროტი ერი ვართ“

1746254159
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს. თიკა საჭმელების მომზადებითაც არის გატაცებული, იგი ერთ-ერთი კულინარიული შოუს ფინალისტიც იყო.

თიკამ ახალი სიმღერა, სახელწოდებით „აუ-რა“ გამოუშვა და საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარა. მსმენელს მისი სიმღერის ტექსტი არ მოეწონა, ბევრი გააკრიტიკა და საკმაოდ უარყოფითად შეაფასა, რასაც თავად მომღერალიც გამოეხმაურა და სოცქსელში ვიდეომიმართვა ჩაწერა:

„ბევრი ვიფიქრე გადამეღო თუ არა ვიდეო. საბოლოოდ, გადავწყვიტე გავაკეთო კომენტარი ამ ყველაფერზე. 

ვიყავი ძალიან ბედნიერი რამდენიმე დღე, მაგრამ ახლა ნეგატიური ტალღა რომ შემეჯახა ძალიან მეწყინა. არ ვიცი ვინ წამოიწყო, რატო წამოიწყო. 

მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბოროტი ერი ვართ, რომც არ იყო ცუდი და ბოროტი, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, გაგიტეხავენ, რა. 

ორი დღეა მთაგავენ პოსტებზე ღირსი იყავი რომ გიღალატეს, ღირსი იყავი კიბო რომ გაქვსო? ნუთუ ვერ იაზრებთ ტექსტის აზრს?“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

2025 წლის მაისის ყველაზე საყურადღებო დღეები, როდესაც ჯობს, შედარებით მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ

🎥 🍇🥛🥐რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ ამა თუ იმ ვიტამინის მისაღებად?! - ზაზა თელიას რჩევები

⭕„ეს არსება არის მოძალადე, გინდათ ძალადობის ფაქტები მოვყვე?“ - რას წერს ანი გიუნტერი