მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელსაც საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
იგი გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს, სადაც მრავალი წლის შემდეგ ცნობილ სიმღერას „ჯეირანი“ ასრულებს:
„ჯეირანი ისე მიყვარს, მგონია, რომ იმისთვის შექმნეს, რომ მე მემღერა...
ყოველ ჯერზე, როცა ვმღერი ახლა უკვე დიდობაში და გააზრებულად, ამ სიმღერის სევდას განვიცდი და თან ბედნიერებას და სიყვარულს ამ ჯადოსნური მელოდიის მიმართ“, - წერს თიკა ჯამბურია.
თიკა ჯამბურია პოპულარული ქართველი მომღერალია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჰიტად ქცეული სიმღერით „ჯეირანი“ მიიპყრო. იგი დაიბადა 1991 წლის 14 მარტს თბილისში, მიღებული აქვს მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით და დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი.
9 წლის ასაკში ჩაწერილი „ჯეირანის“ შემდეგ, მან 2006 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი გამართა. იგი წლების შემდეგაც აქტიურად აგრძელებს ახალი სიმღერებისა და კლიპების გამოშვებას.
ბოლო წლებში მომღერალი ღიად საუბრობს პირად ტრანსფორმაციაზე, თვითმიმღებლობასა და ტანტრას პრაქტიკებზე, რაც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
⭕ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის შემდეგ პარკ დე პრენსზე პირველად გამოჩნდა