
იცოდით, რომ სიტყვა „ეპატაჟი“ ფრანგული სიტყვაა და „ფეხის დადებას“ ნიშნავს? ანუ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ადამიანი უბრალოდ გააღიზიანოს. ეს სულაც არ ნიშნავს საზოგადოესბითვის სილის გაწნას.
და მაინც - ყველაზე ეპატაჟურ ქართველ მსახიობად მონათლული თინა მახარაძე, 9 მთისა და 9 ზღვის მიღმიდანაც, შორეული ამერიკიდანაც ახერხებს ჩვენს ალაპარაკებას.
მისი შიშველი ფოტოები აღარავის უკვირს... და რახან უკვე აქ ხართ, გეტყვით, რომ მან არა ოქროს ტაძრის, არამედ „ოქროს ტაძრის “ ფონზე გაიხადა. დიახ, ეს გახლავთ იაპონელი მწერლის იუკიო მიშიმას წიგნი, რომელსაც იაპონიის ქალაქ კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად.
შიშველი მახარაძე ამ წიგნის ფონზე შემთხვევით არ პოზირებს. წიგნის იდეა სილამაზისა და სრულყოფილების აზრის ძიებაა. ბუდისტი მორჩილი ამ საკითხის ირგვლივ ათასგვარი ფიქრით დასტრიალებს ოქროს ტაძარს.
„სილამაზე ყველა მცირე დაპირისპირებას, ქიშპსა თუ უთანხმოებას ჰარმონიად აქცევს“
სხვათა შორის, თინა იმ იშვიათ მსახიობებს მიეკუთვნება, რომლებიც ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევიან. თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებითა და პოსტებით ვიმსჯელებთ, მას განსაკუთრებულად აზიური ლიტერატურა იზიდავს. მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია მო იენის „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მთავრობა სექსპარტნიორის პოვნის რეკომენდაციებს გასცემს
ახალგაზრდა ბიძინა და პატარა ივანიშვილები - ფოტოები, რომლებიც არასდროს გინახავთ