
ჰოლანდიაში მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური კონტაქტი სურთ, ხელისუფლებამ სექსპარტნიორის სასწრაფოდ მოძებნა ურჩია.
ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სექსი სტრესს ამცირებს. პანდემიით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემბზე უკვე არაერთხელ თქმულა.
კორონავირუსისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ, ჰოლანდიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (RIVM) სახელმძღვანელო პრინციპებიც კი გამოსცა, სადაც მოქალაქეებს სოციალური დისტანცირების ზომების დაცვასთან ერთად, რეგულარული პარტნიორის შეძენასა და მასთან ხშირ ფიზიკურ კოტაქტს ურჩევენ.
ამავე სახელმძღვანელოში ცალკე პუნქტი ეთმობათ მარტოხელებს. მათ სახელმწიფო ურჩევს, პარტნიორის პოვნამდე დარწმუნდნენ, რომ მათი მეწყვილე ჯანმრთელია. ამასთან, სასურველია, ჰყავდეთ მხოლოდ ერთი პარტნიორი. სახელმწიფო შეახსენებს, რომ რაც მეტ ადამიანთან ექნებათ კონტაქტი, მით მეტია ინფიცირების შანსი, ამიტომ სასრუველია, პარტნიორთან გარკვეული შეთანხმების დადება.
და ბოლოს, RIVM– ის რჩევაში ნათქვამია:
„არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს სექსი საკუთარ თავთან და არსებობს დისტანციური სექსი სხვებთან - ეროტიკული ფიქრები და ერთად მასტურბაცია, შესაძლოა, რთული მენტალური მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმაროთ“
აგრეთვე წაიკითხეთ: