Digest Logo

„თითქმის, 10 საუკუნეა სიამაყით ვივსებით სვეტიცხოვლის პატრონნი...“ - თამარ ჟამურაშვილი

1634204159
თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს და წინაპრების მიერ დატოვებულ კულტურული მემკვიდრეობის სიდიადესა და მნიშვნელობაზე პოსტს აქვეყნებს. 

„სვეტიცხოვლობას გილოცავთ!

გფარავდეთ და გაძლიერებდეთ მისი მადლი, განსაკუთრებით ასეთი უბედობის ჟამს...
(მაშ სხვამ რამ უნდა დაგვიცვას და გადაგვარჩინოს?!)

თითქმის 10 საუკუნეა სიამაყით ვივსებით სვეტიცხოვლის პატრონნი... გვეამაყება ჩვენი წინაპრები, მათი დანატოვარი და მონაპოვარი...

ნეტავ რას ვფიქრობთ და რად არ გვადარდებს რა ისტორიას წერს ჩვენი თაობა, რას ვტოვებთ მავთულხლართებისა და ფბ-პოსტების გარდა?

ნეტავ როდემდე უნდა გრძელდებოდეს „დაკარგული თაობების ხანა“?

გისურვებთ, შეგვექმნას სახელმწიფო, სვეტიცხოვლის, ოშკის, ალავერდის ამგებნი რომ იამაყებდნენ და ბოლოს და ბოლოს გვეგრძნოს ვალდებულება საკუთარი ქვეყნის წინაშე...

გილოცავთ ქართველებო!!!“ - წერს ჟამურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵4 მარტივი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიცხეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

🔵„კეტო დიეტის შემდეგ უფრო მეტს მოიმატებთ“ - წონაში დასაკლებად აი, ეს საკვები უნდა მიიღოთ

🔵„ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ“ - ენდოკრინოლოგი

🔵„არასდროს დამიწერია პირადი პოსტი ასე საჯაროდ, მაგრამ ახლა გამონაკლისს დავუშვებ... “ - ლელა მებურიშვილის ემოციური წერილი მეუღლეს