Digest Logo

„თითქმის დაკარგული ჰქონდა მხედველობა, ექიმი მოითხოვდა ბრძოლის შეჩერებას, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა, ჩვენ შენი გვჯერა, ჩემპიონო!“ - ბაბი კირკიტაძე

1781538574
ბაბი და ილია

თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დაჯერებულად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

ილიას ბრძოლას სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ბაბი კირკიტაძე, მისი თქმით ილიამ ბოლომდე იბრძოლა.

„ორივე თვალში, თითქმის დაკარგული ჰქონდა მხედველობა, ექიმი მოითხოვდა ბრძოლის შეჩერებას, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა!!!!
ჩვენ შენი გვჯერა, ჩემპიონო !  
წინ, დიდი გამარჯვებებია“, - წერს ბაბი კირკიტაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ“ - ასტროლოგი ნინა სუსლოვას რჩევები!

🎥 „2 ცნობილი და წარმატებული ქართველი სპორტსმენის გარდაცვალებას გავიგებთ“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

⭕ფინანსური წარმატება, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის