„პოსტივის“ წამყვანი - შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა ამხილა.
ამის შესახებ გავრცელებულ თემებს თავად რამიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელშ პოსტი გამოაქვეყნა.
„ანუ როგორაა საქმე? თქვენ ჩვენ ბნელებს, მოღალატეებს და ათას სხვა უბედურებას გვიწოდებთ, ოღონდ აქვე მოითხოვთ, რომ გამოვიჩინოთ კეთილშობილება და პასუხი არ გაგცეთ, რადგან პასუხმა შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა.
ვიმეორებ, ამ ემპათიურ საქციელს გვთხოვთ ჩვენ - „რუს ღორებს“, რომელთა ამოცანა, თქვენი აზრით, „ქვეყნის გარუსება“ და „ყველა პატრიოტის დათრგუნვაა“.
სჯობს ჩესნად თქვით რასაც ფიქრობთ, რომ არა ვართ ადამიანები და ადამიანის უფლებები ჩვენზე არ ვრცელდება!
ანუ თქვენ გაქვთ უფლება დაგვაკუკოთ ხოლო პასუხის დაბრუნების უფლება ჩვენ არ გვაქვს!
ჰოდა, აქედანაც და იქიდანაც როგორ გინდათ კაცო? ჩამოყალიბდით“, - წერს რამიშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის