21 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - ამ დღის შემდეგ დღე იმატებს, სიბნელე კი მცირდება. ამ მოვლენას ეზოტერიკოსები მისტიკურ პერიოდს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს დროს ასტროლოგიური ახალი წელია.
ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 21 მარტის ენერგია კარგად გამოიყენონ, რადგან ამ ენერგიას სასწაულის მოხდენა შეუძლია და ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება.
მისი თქმით, ამ დღეს კარგია ლოცვა, მცენარეების დარგვა, სახლის დასუფთავება ძველი უსარგებლო ნივთების გადაყრა და დაბინძურებული ენერგოველის გაწმენდა.
ამასთან, ეზოტერიკოსი აცხადებს, რომ სასურველია 21 მარტს 07:00 საათიდან 13:00 საათამდე სამი კონკრეტული სურვილი ჩამოწეროთ, რომელიც 1 წლის ვადაზე იქნება გათვლილი და ეს ფურცელი მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილზე, რათა ყოველდღიურად უყუროთ მას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს
🔵„მთავარი ფავორიტი ხართ - ახლა ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს