Digest Logo

🎥 „თქვენ ხართ საქართველოს პრობლემა! მოგპარე რამე, წაგართვი? ჩემი ნაწვალები ფულით სად წავალ, რა თქვენი საქმეა?!“ - აჭარელი ფოტოგრაფი KY-ის მსმენელების წინააღმდეგ კრიტიკოსებს ეხმაურება

1781374200
ხვიჩა ასამბაძე

აჭარელი ვიდეოგრაფი ხვიჩა ასამბაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც მუსიკოს კანიე ვესტის კონცერტზე მყოფი საზოგადოების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ და ნეგატიურ კომენტარებს ემოციურად პასუხობს.

ვიდეოგრაფი, რომელიც თავადაც ესწრებოდა აღნიშნულ მუსიკალურ ღონისძიებას, შეშფოთებულია იმ ნეგატიური ტალღით, რაც სოციალურ ქსელებში მსმენელების წინააღმდეგ აგორდა. ხვიჩა ასამბაძე ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფინანსები პირად სიამოვნებასა და კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯონ.

„სხვისი ჯიბის დაცვამ, დაბოღმილმა კომენტარებმა და ერთმანეთის შურმა დაგვღუპა. სანამ ეს ბოღმიანები არ დაილევით... თქვენ ხართ ბოღმის ბუკეტები. ხალხმა მოიკლო რაღაც და მოვიდა კონცერტზე. კონცერტზე სულ რომ არ მოგესმინა, ერთმანეთის ბედნიერებით ვტკბებოდით. აქ კი დამსხდარხართ და გვლანძღავთ - თქვენ ხართ საქართველოს პრობლემა. მოგპარე რამე, წაგართვი? ჩემი ნაწვალები ფულით სად წავალ, რა თქვენი საქმეა?!“ - აღნიშნავს ხვიჩა ასამბაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ამ გაზაფხულის ბალღები“ - თბილისის ზოოპარკი შვლის ნუკრების ვიდეოს აქვეყნებს

⭕ არ გირჩევთ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს - 13 ივნისის ენერგიები

🎥 „გული კინაღამ გამისკდა სიხარულისგან“ - ბაბი კირკიტაძე კანიე უესტის გრანდიოზულ კონცერტს ეხმაურება