საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას გარდა ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქართველი გამოეხმაურა.
ამჯერად ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე უწიმნდესთან სახალისო ისტორიას იხსენებს:
„ეპიზოდი 14.
ოცჯერ მაინც უკითხავს:
- ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?
- არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.
- თქვენ მარხულობთ არა?
- არა არ ვმარხულობ.
- დიდ მარხვაში ხორცს მიირთმევთ?
- დიახ უწმინდესო, ექიმმა დამინიშნა.
- მერე თქვენც მორწმუნე ექიმებთან იარეთ.
ერთხელ სუფრასთან მკითხა ტრაპეზის დროს, სამი მეუფე იჯდა მაგიდასთან უცხო სტუმრებთან ერთად.
- ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?
- არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.
- მეუფევ, ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - ილია ჭავჭავაძის გამორჩეული ლექსი; კითხულობს ბექნუ ქაფიანიძე
🎥 „ვითარცა მტკვარი“ - ზვიად დოლიძე მუხრან მაჭავარიანის ლექსს შესანიშნავად კითხულობს
🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი