Digest Logo

„თქვენი ენერგია და ყოფნა მანამდე უნდა იგრძნონ, ვიდრე ხმას ამოიღებთ“ - ალექსანდრა პაიჭაძე

1790882938
ალექსანდრა პაიჭაძ

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:

„გოგოებო, თქვენი ენერგია და ყოფნა მანამდე უნდა იგრძნონ, ვიდრე ხმას ამოიღებთ.

რას იტყვით, გამჩნევენ? თუ ჯერ ვერ?“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ალექსანდრა პაიჭაძე ქართული შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და განხილვადი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას - მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფოტოსესიასა და მოდის კვირეულში.

სამოდელო სფეროს გარდა, ალექსანდრამ ძალები ტელევიზიაშიც სცადა, სადაც სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანისა და სტუმრის ამპლუაში ხშირად გვევლინებოდა. ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ მედიაში და ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქართველ ინფლუენსერად, რომელიც ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობს.

მოდელი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ვიზუალითა და უნაკლო გემოვნებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშითა და თამამი, განხილვადი განცხადებებით იპყრობს. მას ორი შვილი ჰყავს და ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობისა და კარიერის შეთავსების საკუთარ გამოცდილებას.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მარიამ სანოგო სხვადასხვა ლუქში პოზირებს - მოდელის ახალი ფოტოები

⭕„რასაც ადამიანი სიტყვებით და ემოციებით ვერ გამოხატავს, სხეულით იწყებს გამოვლენას“ - ფსიქოლოგი ფსიქოსომატიკაზე

⭕„მადას თავიდანვე არ ვუჩიოდით...“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას ფოტოები

✕