🧠 ფსიქოსომატიკა: სხეულში, ფსიქიკის გამოძახილი. ყველა დაავადება ნერვებიდან ცხადია არ მოდის, თუმცა ხშირად რასაც ადამიანი სიტყვებით და ემოციებით ვერ გამოხატავს, სხეულით იწყებს გამოვლენას.
ფსიქოსომატიკურ ხედვაში სხვადასხვა სიმპტომს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ფსიქოლოგიური შინაარსი:
🌸ალერგია - შინაგანი წინააღმდეგობა, მიუღებლობა, გარემოსთან ან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული ძლიერი რეაქცია. თითქოს სხეული ამბობს: „ამას ვერ ვიტან“.
🧴კანის პრობლემები და აკნე - საკუთარი თავის მიუღებლობა, თვითკრიტიკა, სხვებისგან დისტანციის სურვილი ან საკუთარი საზღვრების დარღვევის განცდა. კანი ჩვენი ბარიერია გარე სამყაროსგან.
🍔კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა - ცხოვრებისეული მოვლენების, ადამიანების ან სიტუაციების „მონელების“ სირთულე. ყველაფერი ის, რასაც ვერ ვიღებთ, ვერ ვეგუებით.
🚽ნაწლავები - გაშვებისა და მიღების თემა. ძველის შენარჩუნება, კონტროლის სურვილი, ცვლილებისადმი წინააღმდეგობა. სირთულე, რაღაცის საბოლოოდ დამშვიდობებასთან.
💆♀️შაკიკი და თავის ტკივილი - გადაჭარბებული კონტროლი, პერფექციონიზმი, მუდმივი ფიქრი, საკუთარ თავის მიმართ მაღალი სტანდარტები და გონებრივი გადატვირთვა.
🗣️ყელი - უთქმელი სიტყვები, საკუთარი პოზიციის გამოხატვის სირთულე, ჩაყლაპული წყენა ან ის, რისი თქმაც გვინდა, მაგრამ ვერ ვამბობთ.
🤺ფარისებრი ჯირკვალი - საკუთარი ცხოვრების ტემპთან და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული კონფლიქტები; განცდა, რომ „ჩემი ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ“ ან მუდმივად სხვისი მოთხოვნების შესაბამისად უნდა ვიცხოვრო.
🧘♀️რეპროდუქციული სისტემის პრობლემები - ქალურობასთან, სექსუალობასთან, დედობასთან, პარტნიორულ ურთიერთობებთან ან საკუთარი სხეულის მიღებასთან დაკავშირებული შინაგანი კონფლიქტები.
🌶️ბუასილი - კონტროლის, შეკავების, ძველის გაშვების სირთულისა და დაგროვილი წყენის სიმბოლური თემა.
🧎♂️ზურგის ტკივილი - ცხოვრების ტვირთის, პასუხისმგებლობების და განცდის: „ყველაფერი მე უნდა ვზიდო“.
🙇🏼მხრებისა და კისრის დაძაბულობა - ზედმეტი პასუხისმგებლობა, მუდმივი მზადყოფნა, კონტროლი და „მთელი სამყაროს საკუთარ თავზე აკიდება“.
🦷ყბის დაჭერა და კბილების ღრჭენა - შეკავებული აგრესია, გაბრაზება, უთქმელი სიტყვები და ის, რასაც ადამიანი „კბილებში იჭერს“.
👃სუნთქვის გაძნელება - შფოთვა, სივრცის ნაკლებობის განცდა, ემოციური „ჩახრჩობა“ ან განცდა, რომ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ გვაქვს.
🫀გულისცემის აჩქარება - შიში, მღელვარება, შინაგანი საფრთხის განცდა ან ძლიერი ემოციის შეკავება.
🎗️ონკოლოგიური დაავადებები - ფსიქოსომატიკურ ლიტერატურაში სიმსივნე ზოგჯერ უკავშირდება ხანგრძლივად დაგროვილ მწუხარებას, დაუმუშავებელ ტკივილს, დაკარგვასა და საკუთარი თავის ხანგრძლივ დათრგუნვას.
🧠მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ადამიანს კონკრეტული დაავადება კონკრეტული ემოციის გამო დაემართა. ფსიქოსომატიკა არ არის დაავადებების „ლექსიკონი“, სადაც ყველა სიმპტომს ერთი ფიქრი ან ერთი ემოცია შეესაბამება. თუმცა ჩვენი ფსიქიკა და სხეული, ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ხდება ჩვენში იმ დროს, როცა ჩვენი სხეული გვთხოვს ყურადღებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მადას თავიდანვე არ ვუჩიოდით...“ - სანდრო ჩიჩუას და ანასტასია რუსიას ფოტოები
⭕ოქტომბრის ასტრონავიგაცია: უკურსო მთვარის ზუსტი კალენდარი რამაზ გიგაურისგან