დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების რეალური მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
გარდაცვლილი გოგოს ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნას ელოდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები, ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ და სავარაუდო ასფიქსიაზე საუბრობენ.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაია დარსმელიძე გამოეხმაურა.
„სიტყვებს ვერ ვპოულობ. ისე მეხევა ნერვები.
უამრავი კომენტარი წავიკითხე და ყველა, ვინც კითხულობთ, რა უნდოდა ამ დროს 12 წლის ბავშვს გარეთ და ვინც მშობელს ამტყუნებთ, ხართ პირუტყვები.
თქვენნაირი ერთუჯრედიანები აპარპაშებენ კრიმინალს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ კომენტარების ავტორებს დაგაპატიმრებდით და მოგისჯიდით ადეკვატური აზროვნების ყოველდღიურ კურსებს. თქვენნაირი ტუფლი ამომრჩევლის მოთრეულია ეს თქვენნაირად უვიცი, არაკომპეტენტური და ერთუჯრედიანი “მთავრობაც”.
თქვენნაირმა ბანძებმა გააფარჩაკეს ეს ქვეყანაც. მუდმივად მსხვერპლისკენ, ან ტრაგედიით ისედაც განადგურებული მისი ოჯახისკენ რომ იშვერთ ხელს. მუდამ ასეთ აცდენილ აქცენტებს სვამთ და ახლოს რომ მყავდეთ, არ ვიცი, რას ვიზამდი.
თქვენნაირი ერთუჯრედიანების ბრალია, რომ ”შე ცუდო”- თი ვერ შემოიფარგლებიან ჩემნაირები, ვიგინებით და მერე თქვენნაირი უვიცი პირუტყვი ისევ შინაარსიდან მხოლოდ “ცუდ სიტყვებზე” კონცენტრირდება და კვლავ ამ ერთუჯრედიანი პრინციპით ვინმეს ზრდილობას არჩევს!!!!
ნეტა იცოდეთ, როგორი ამაზრზენები ხართ, და ნეტა იცოდეთ, როგორ მაცოფებს თქვენი ერთუჯრედიანი და ყოვლად მავნებელი არსი… ნეტა იცოდეთ, როგორ ვერ გიტანთ, თქვე ვერაფრით და ვერასოდეს განვითარებულო ერთუჯრედიანო სხვაზე უკეთესო “ანგელოზებო” (ერთუჯრედიანი იმიტომ მიწერია ბევრჯერ, რომ დაიზეპიროთ ვინ ხართ)“, - წერს მაია დარსმელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: