გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე იუბილარია. ის 96 წლის გახდა.
გენიალურ მთხრობელმა სოციალურ ქსელში დაბადების დღის მისალოცი უამრავი წერილი მიიღო, ერთ-ერთი კი ჟურნალისტ ზაკ მირიანაშვილს ეკუთვნის:
„16 წლის ვიყავი როცა მასწავლეთ, რომ არასდროს უნდა გააცილო დღე გუშინდლის სახელით და რომ ყოველ გათენებას უნდა შეხვდე, როგორც ახლად შობილ ბავშვს, რომელსაც ჯერ არა აქვს სახელი.
თქვენ დამანახვეთ, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრება მდელოს ერთი გადარბენა არ არის, ის მაინც მშვენიერია.
თქვენ ხომ ზუსტად იცით, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ რაღაც ამ დროიდან რომელშიც არასდროს აღარ ვიქნებით...
მადლიერი ვარ ყოველი ღიმილისთვის და რჩევისთვის. იმისთვის რომ ვიცი როგორ იღებთ, ამონტაჟებთ ფილმს და ფიქრობთ. ვხედავ, რომ ყველა იმედგაცრუება შეუძლია ადამიანმა გამარჯვებად აქციოს.
სულში ხომ ვერასდროს გაბრწყინდება ცისარტყელა თუ თვალი არ აივსო ცრემლით! რამხელა სიმდიდრეა როცა იცი, რომ შენთვის გალობს შაშვი და ყველა განშორების მიუხედავად ცხოვრება ერთი დიდი შეხვედრაა!
დღეს 96 წლის გახდა გენიალური მთხრობელი, კინორეჟისორი და ჩვენს ევროპულ გზებზე მარადიულად წარგზავნილი დესპანი! ბედნიერებაა მოხვედრა თქვენს საოცარ სამყაროში, მადლობა უამრავი პირადი თუ საზოგადოებრივი მაგალითისთვის!
რა ბედნიერებაა, რომ სულ ჩემთან იქნებით ქალბატონო ლანა. იმიტომ უნდა იყოთ ძალიან დიდხანს ასეთი საოცარი რომ თუნდაც ჯენზის ახალგაზრდებს ასეთი გენიალური აღმწერი ჰყავდეთ! თქვენს მიერ მოყოლილი ყოველი ამბავი ხომ ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი ხდება!“, - წერს ზაკ მირიანაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თი მაჭავარიანს დაბადების დღე აქვს - ინფლუენსერი 33 წლის გახდა
⭕რატომ აუქმებს სოციალურ ქსელს შორენა ბეგაშვილი - „ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით“