
გვანცა გიგაური სოციალურ ქსელში მეგობრებს თავისი წარუმატებელი ისტორიის შესახებ უყვება და ურჩევს, რომ სანამ ახალ სამსახურს დაიწყებენ გაარკვიონ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები რეალურია თუ არა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გვანცამ სამსახური მიატოვა და უკეთესის იმედით, სხვა კომპანიაში გადავიდა:
„ამბავი იმისა, თუ როგორ აღმოვჩნდი ტრეფიკინგის „მსხვერპლი“.
ეს ამბავი ლინქდინიდან დაიწყო. ერთ საღამოს, მომივიდა შეტყობინება, რომ საერთაშორისო ფინანსური კომპანია JB Capital, ეძებდა შიდა „საფორთის“ თანამშრომელს, ჩემი კანდიდატურით დაინტერესდნენ და მთხოვეს გასაუბრებაზე მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერ კომპანიაში ვმუშაობდი და სამსახურს არ ვეძებდი, დამაინტერესა და ინტერვიუზე დავთანხმდი.
გავიარე ორი ეტაპი, მალევე დამიკავშირდნენ დადებითი პასუხით, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან სამუშაო გრაფიკი (11:00 დან 21:00 მდე ) არ მაწყობდა, რაზეც მათი მხრიდან წამოვიდა შეთავაზება, რომ თუ მათთან გადავიდოდი, გამონაკლისის სახით, 20:00 საათამდე ვიმუშავებდი, ერთ საათიანი შესვენებით.
(შემდეგ გავიგე, რომ ეს მათი ერთერთი ხრიკია, მიგიყვანენ და მერე გაყენებენ ფაქტის წინაშე) საბოლოოდ შევთანხმდით პირობებზე და დავწერე განცხადება წინა სამსახურიდან წამოსვლაზე. მანამდე გავესაუბრე კომპანიის ეიჩარს, რომელმაც დამარწმუნა, რომ იყო ძალიან სტაბილური, პერსპექტიული და საინტერესო სამსახური ( ანუ როგორც თვითონ ამბობენ, დამფიჩა ), თუმცა სინამდვილეში მოვხვდი ჩვეულებრივ კანტორაში, სადაც ფეხებზე კიდიათ ყველანაირი კანონი, შრომის კოდექსი, საქართველოს კანონმდებლობა, თანამშრომელი და ზოგადად, ადამიანი.
ამ ყველაფერს მივხვდი პირველივე სამუშაო დღეს, როდესაც იმ პოზიციის ნაცვლად, რაზეც მივედი, სულ სხვა რამ დამხვდა, თურმე ჩემს პოზიციაზე უკვე სხვა აუყვანიათ და საჭიროდაც არ ჩათვალეს რომ გავეფრთხილებინე. თუმცა, მაინც გადავწყვიტე დროებით დარჩენა, რადგან წინა სამსახური უკვე დატოვებული მქონდა.
ამ კანტორაში ხელშეკრულებას გიდებენ ჩვეულებრივ, რომ მუშაობ არაუმეტეს 40 საათისა კვირაში, თუმცა რეალურად, სამუშაო საათები მინიმუმ 10 საათით მეტია და რა თქმა უნდა, ამას ოვერთაიმად არავინ თვლის.
ამასთან, არ გაქვს შესვენებაზე გასვლის უფლება და ოფისში ატარებ სრულ დროს, ჭამითაც კი სამუშაო მაგიდასთან მიირთმევენ თანამშრომლები.
აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა, რომ კომპანიის მფლობელი ბოლო ხმაზე გიყვირის, გლანძღავს და შენ ჩვეულებრივად აგრძელებ მუშაობას, ცრემლიანი თვალებით.
მათთვის არ არსებობს არანაირი დღესასწაული - they dont give a shit about your public holidays პირველ იანვარს რომ დაგვასვენეს, ძეგლი უნდა დაგვედგა.
პანდემიის პერიოდში, ტრანსპორტირების პრობლემის გამო, ზოგ თანამშრომელს ფეხით, ზოგს კი სქროლით უწევს გადაადგილება, რადგან ტაქსის გამოძახება საღამოს საათებში წარმოუდგენელი ამბავია, თუმცა they dont care, როგორც გინდა ისე წადი სახლში, ან დარჩი და ღამეც იმუშავე.
ხოდა სამსახურის დაკარგვის შიშით არავინ არაფერს ამბობს, მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ახალი სამსახურის პოვნა საკმაოდ რთულია.
ხოდა ერთ დღესაც, მოხდა სასწაული და ამიწია სიცხემ, შესაბამისად მივმართე ოჯახის ექიმს, რომელმაც მომცა კოვიდის ტესტის გაკეთების და იზოლაციის რეკომენდაცია, რაზეც გავაფრთხილე სამსახურში, რომ გარკვეული პერიოდი ვერ მივიდოდი.
გავიკეთე კოვიდის ტესტი, არ დამიდასტურდა, თუმცა რადგან ტემპერატურა მაინც მქონდა, ექიმმა არ მირჩია სამსახურში გასვლა და მომცა ორი დღის შემდეგ მეორე ტესტის გაკეთების მიმართვა, რაზეც ასევე გავაფრთხილე სამსახურში.
მიუხედავად ამისა, ყოველ დილით მომდიოდა მესიჯი კითხვით, თუ როდის დავუბრუნდებოდი სამუშაოს. ზუსტად ოთხ დღეში, დამირეკა ეიჩარმა და მაცნობა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ უნდა დამემშვიდობონ, როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრა, რომ გაცდენები იყო მიზეზი, ანუ სიცხიანს უნდა მევლო სამსახურში და სხვებიც და ჩემი თავიც ჩამეგდო საფრთხეში ამაზე ვუპასუხე, რომ არ ჰქონდათ უფლება, რადგან მქონდა ექიმის ცნობა ავადმყოფობის შესახებ და ამას ასე არ დავტოვებდი, რის შემდეგაც ეიჩარი დამემშვიდობა მითხრა რომ ვერფერს იზამდა.
რამდენიმე წუთში ხელახლა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი გაშვების მიზეზი თურმე არა გაცდენები, არამედ პოზიციასთან შეუსაბამობა და საერთოდ ამ პოზიციის გაუქმება გახდა.
უცებ სასწაულებრივად როგორ შეიცვალა მიზეზი ძალიან საინტერესოა.
ხოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც გაურკვეველი კომპანია გთავაზობთ სამსახურს, რაც უნდა კარგი შემოთავაზება იყოს, ჯერ კარგად მოიძიეთ ინფორმაცია და ისე დათანხმდით.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, უბრალოდ ძალიან ვრცელი გამოვა, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ კონკრეტულად ეს კომპანია, რამდენიმე სახელით დებს ვაკანსიებს დასაქმების საიტზე და გთავაზობთ საოცარ პირობებს, ერთ-ერთი ვაკანსიის ლინკი ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ“,- წერს გვანცა გიგაური.
აგრეთვე წაიკითხეთ:
უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი
ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე
ემიგრაცია, ჯორჯ ბალანჩინის აღიარება, ჰოლივუდი და უიღბლო სიყვარული - თამარ თუმანიშვილის პორტრეტი