ჰოლივუდს რომ ახსენებენ სულ უცხოელი მსახიობები გახსენდებათ, არა? არადა, იყო დრო, როდესაც ქართველი ბალერინა ჰოლივუდში „ცეცხლ ანთებდა“.
დიახ, თამარ თუმანიშვილი ის ფენომენია, რომელისაც ჯორჯ ბალანჩინი აღმართებდა და მის გამო დგამდა ბალეტს.
მისი სილამაზით არაერთი ადამიანი მოიხიბლა, თუმცა თამარი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა, იქორწინა კიდეც, თუმცა, 10 წელიწადში ერთმანეთშ დაშორდნენ. მას შემდეგ თამარი აღარც გათხოვილა და არც შვილის გაჩენაზე უფიქრია.
ბიოგრაფია
თამარ თუმანიშვილი, თამარა თუმანოვა ქართველი ბალერინა და მსახიობი იყო, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა.
თამარას დედა, ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელ თავად თუმანიშვილთა შთამომავალი გახლდათ.
ევგენიამ მეუღლესთან რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად დატოვა საქართველოს და რუსეთის გავლით ჩინეთში ემიგრაციაში წავიდა.
გზაში ინფექციური დაავადებისგან მეუღლე გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილმა ევგენიამ ციმბირსა და შანხაის შორის გზაში მატარებლის ვაგონში იმშობიარა და ახალშობილს თავისი გვარი თუმანიშვილი იმშობიარა.
სწორედ ამ დროს გაიცნო ევგენიამ ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თავის მცირეწლოვან ქალიშვილს მამად გააცნო.
ქალაქ ხარბინში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ და თამარამ დატოვეს ჩინეთი და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ქალაქ კაიროში ლტოლვილთა ბანაკში მცირე ხნით ყოფნის შემდეგ დატოვეს ეგვიპტე და საცხოვრებლად პარიზში ჩავიდნენ.
თამარას პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში ცნობილი რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია იყო.
თამარას დებიუტი სცენაზე 10 წლის ასაკში პარიზის ოპერის სცენაზე შედგა ბალეტით „L’ Evantail de Jeanne“.
სწორედ ამ პერიოდში შენიშნა თამარა ცნობილმა ქორეოგრაომა ჯორჯ ბალანჩინმა და მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში „De Basil Ballet Russes de Monte Carlo“.
კარიერა
თამარა ირინა ბარონოვასა და ნატალია რიაბოჩენსკაიასთან ერთად ცეკვავდა.
ჯორჯ ბალანჩინმა სპეციალურად თამარასთვის ახალგაზრდა გოგონას სახე „Cottilon“ შექმნა, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა.
ამავე წელს თამარამ მონაწილეობა მიიღო ბალეტში „Concurrence“ და „Le Bourgeois“, რომლებმაც ვარსკვლავად აქციეს.
როგორც ინგლისელი მწერალი და ბალეტის კრიტიკოსი ა.ვ. კოტონი წერდა: „ბალეტის ისტორიაში თამარა ულამაზესი მოვლენა იყო.“
თამარას შთაგონებით იქმნებოდა საბალეტო ნაშრომები ცნობილი ქორეოგრაფების ლეონოდ მიასინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერგეი ლიფარის. ხოლო მისი სასცენო პარტნიორები იყვნენ სერგი ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი, ლეონიდ მიასინი, ვლადიმერ ოუხტომსკი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი და სხვა.
1937 წლიდან ოჯახის წევრები ატარებდნენ მამინაცვლის ვლადიმერ ხასიდოვიჩის გვარს. სწორედ ამ გვარის გამოყენებით მათ გადაკვეთეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი და მალევე გახდნენ მოქალაქეებიც.
ხოლო მოქალაქეობის მიღების შემდგომ კი ჯორჯ ბალანჩინის რჩევით გვარი თუმანიშვილი გადაიკეთეს და მთელი ოჯახი კვლავ დაეწერნენ თუმანოვებად.
პირადი ცხოვრება
თამარამ იქორწინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელთანაც მალევე განქორწინდა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში „დიდების დღეები“ (ინგლ. Days Of Glory), სადაც თამარას პარტნიორი დებიუტანტი გრეგორი პეკი იყო.
ცნობილია, რომ თამარას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა . მისი შთაგონებით იქმნებოდა ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის შემოქმედება. ცნობილია, აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარას გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა.
ჯოსეფ კეისის მიერ შექმნილი თუმანოვას პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ-ის ცნობილ მუზეუმებში. გარდა ჯოსეფ კორნელისა თამარას პორტრეტები აქვთ დახატული მხატვრებს ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ), ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩიკოვს და სხვა.
ირაკლი მახარაძის მოგონება:
თამარ თუმანიშვილი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ბალერინად ითვლება, რომელიც 40 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე.
თუმანიშვილს ყველგან ახლდა დედამისი, „ბალერინების დედებიდან” ყველაზე ცნობილი და მენეჯერის როლს ასრულებდა (ბევრ ბალერინას დედა დაჰყვებოდა და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა). ამერიკის შეერთებულ შტატებში მან ჯორჯ ბალანჩინთან ერთად დადგა „აბსტრაქტული“ სპექტაკლი Le palais de Cristal. სამი წლის შემდეგ მან საკუთარი დრამატული თამაში წარმოაჩინა ცნობილი უკრაინელ-ფრანგი ბალეტმეისტერისა და მოცეკვავის, სერჟ ლიფარის სპექტაკლში.
50-60-იან წლებში მან დაიწყო მოღვაწეობა, როგორც „თავისუფალმა“ ბალერინამ და გამოდიოდა სხვადასხვა დასებთან ერთად Paris Opera Ballet, London Festival Ballet და The Marquis de Cuevas Grand Ballet-თან ერთად.
გარდაცვალება
სიცოცხლის ბოლო წლები თამარამ გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი-ჰილსზე. ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას. თამარა თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს აშშ-ის ქალაქ სანტა-მონიკაში და დაკრძალულია დედასთან ევგენია თუმანიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე „Hollywood Forever“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
11 წლით უფროსი მეუღლე, ეჭვიანობა, ინტრიგები და ქმრის ღალატი - ვისზე „გაცვალა“ „ხატიამ“ „სოსოია“
ზაური დარინას ქორწილში იყო - ვისზე „გაცვალა“ სლოვაკმა დარინამ რაჭველი ზაური?
შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები