Digest Logo

„წაიკითხეთ ყოველ დღე, აწარმოვეთ ჩანაწერები, შეცვალეთ მარშრუტი...“ - როგორ ვავარჯიშოთ ტვინი, ფსიქოლოგის რეკომენდაცია

1760271240
ნანა ფიფია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში გვასწავლის, როგორ ვავარჯიშოთ ტვინი ყოველდღიურად.

მისი თქმით, ჩვენს ტვინს კატეგორიულად ეკრძალება მოწყენა:

„ავარჯიშეთ ტვინი.

ჩვენს ტვინს კატეგორიულად ეკრძალება მოწყენა.

იმისათვის რომ მეხსიერება და სხვა შემეცნებითი პროცესები კარგ ფორმაში შევინარჩუნოთ, აუცილებელია ვარჯიში და ახალი, თუნდაც ჩვენთვის უჩვეულო რამის შესწავლა. 

სცადეთ რამე ახალი;

დაკავდით სპორტით, ივარჯიშეთ;

წაიკითხეთ ყოველ დღე;

აწარმოვეთ ჩანაწერები;

გამოიმუშავეთ ახალი უნარ-ჩვევა;

ისწავლეთ რამდენიმე უცხო სიტყვა;

პერიოდულად, გამოიყენეთ მარცხენა ხელი (თუ ცაცია ხართ, მარჯვენა);

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ასრულებთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას;

გამოიყენეთ ჩხირები, დანა-ჩანგლის ნაცვლად (განსაკუთრებით მაშინ,თუ აქამდე მათ არ იყენებდით);

შეცვალეთ მარშრუტი. იარეთ სხვადასხვა გზით;

იმეორეთ,წაიკითხეთ ხმამაღლა“, - წერს ნანა ფიფია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასე მგონია, რომ ჩემთვის დაიბადე... ჩემი სიყვარული“ - გელა დონაძე იუბილარია

ნატალია ქუთათელაძეს მამა გარდაეცვალა - რას წერს მეცო-სოპრანო

როგორ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტე ღმერთია? - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება