Digest Logo

🎥 „წაიყვანა...“ - თამო ვაშალომიძეს ყოფილმა ქმარმა ბინის შემდეგ ავტომობილიც ჩამოართვა

1763474649
თამო ვაშალომიძე

ცოტა ხნის წინ მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა. 

როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. 

გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია:

„ის მანქანა იყო სხვისი, ვისიც იყო კი წაიყვანა. 

სამაგიეროდ მშვენიერი მანქანა ვიყიდე. სალონი ისეთი ფერია, როგორიც მქონდა, მიჩვეული ვარ ასეთ მანქანას. 

ჩვენ ეს გავაკეთეთ, შევძელით“, - ამბობს თამო ვაშალომიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ამოვიცნოთ მაღალი ვიბრაციის მქონე ადამიანი - „რეაგირებს, მაგრამ არა ფეთქდება, არ ებრძვის ცხოვრებას, უბრალოდ უყურებს“

„მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც დაგვიტოვე...“ - „ღია გული“ ახალგაზრდა მედდას გლოვობს

⭕როდემდე არ იქნება წვიმა თბილისში - „ჰაერის დაბინძურება ისევ ნარჩუნდება“