ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი მაია ზალდასტანიშვილი მედიკოსია მრავალწლიანი საექიმო გამოცდილებით, იგი არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის წევრია.
რა განსხვავებაა ინფექციას, ვირუსსა და გაციებას შორის და რატომ არის ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა დაუშვებელი - აღნიშნულ საკითხებზე ექიმმა „გვანცას პოდკასტში“ ისაუბრა:
„გაციება არსებობს, მაგრამ ორგანიზმის გადაციება ხელშემწყობი ფაქტორია, რომ მან მიიღოს ვირუსი! ძირითადად, ყველანაირი გაციება არის ვირუსული, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი. „გაცივდი და სიცხე გაქვს“ - ამან უნდა გაიაროს 1-2 დღეში, თუ გახანგრძლივდა, ეს არის ვირუსი ან სხვა რამე.
37.5, 38-მდე ცხელება არის მხოლოდ რინორეა, სურდო, პერიოდული ხველა, ამ დროს არ არის აუცილებელი ექიმს მიმართოთ.
ბავშვებს ანტიბიოტიკებს ძალიან ხშირად ასმევენ, კოვიდ ინფექციის დროსაც პაციენტს საავადმყოფოში შემოსვლისას ჯიბეში „აზიმაკი“ ედო. ჰგონიათ, ამით დაიცავენ გართულებისგან თავს.
მსუბუქი და ძლიერი ანტიბიოტიკი არ არსებობს! ანტიბიოტიკი არის ანტიბიოტიკი, რაც ერგება სხვადასხვა რგოლს, ადგილს და დაავადებას.
ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჯერ ერთი ვითარდება რეზისტენტობა. როცა მას ეს ანტიბიოტიკი რეალურად დასჭირდება, აღარ იმოქმედებს მასზე. უდროოდ და არასწორად მიღებული ანტიბიოტიკის ბრალია, რომ უკვე ძალიან ჩამოყალიბდა რეზისტენტობა. ყველას ვურჩევ, თავი დაანებონ თვითმკურნალობას ანტიბიოტიკებით“, - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: