Digest Logo

🎥 აუცილებელია თუ არა ორგანიზმისთვის ტემპერატურა? - „შეიძლება სერიოზული გართულება გაიპაროს, ისე დამძიმდეს პაციენტი, რომ...“

1772009611
 მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი მაია ზალდასტანიშვილი მედიკოსია მრავალწლიანი საექიმო გამოცდილებით, იგი არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის წევრია.

აუცილებელია თუ არა ორგანიზმისთვის ტემპერატურა და რა ვირუსი ცირკულირებს ახლა? - აღნიშნულ საკითხებზე ექიმმა „გვანცას პოდკასტში“ ისაუბრა:

„თუ ადამიანი ავად არის, აქვს დაავადება, მაგალითად ფილტვების ანთება და არ აქვს სიცხე, არ არის ეს მოცემულობა სასურველი. შეიძლება, რაღაც სერიოზული გართულება გაიპაროს, ისე დამძიმდეს პაციენტი, რომ თავად პაციენტს გამოეპაროს. გარდა ამისა, გარკვეული ტემპერატურა რაღაც პერიოდში ადამიანს სჭირდება. მაღალი ტემპერატურა ებრძვის ამ ვირუსს. 

ბავშვებში შესაძლებელია, ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს განვითარდეს კრუნჩხვა და ამის ეშინიათ მშობლებს. თუ მაღალი ტემპერატურა დღეები გრძელდება, რა თქმა უნდა, მისახედია, მაგრამ პირველ ხანებში, როცა ადამიანი ავად არის, აქვს ისეთი დაავადება, რის დროსაც სიცხე აუცილებელია, მაშინ უნდა ჰქონდეს“, - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელი ორგანოებია პასუხისმგებელი იმუნიტეტზე, სად იწყება და ვითარდება ის - ინფექციონისტ მაია ზალდასტანიშვილის განმარტება

🎥 „პლანეტების იშვიათი აღლუმი იწყება! მოემზადეთ საოცარი სანახაობისთვის“ - უჩა სიხარულიძის ასტროლოგიური პროგნოზი

„ბანანი + მარწყვი + მსხალი“ - წვენების თერაპია გაციების, დაღლილობის, თავის ტკივილის დროს და ენერგიის ასაწევად