Digest Logo

„წამმზომი ჩაირთო, შიმშილის თამაშები დაიწყო! გააზიარეთ!“ - მარიამ კუკუნაშვილი

1671373444
მარიამ კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ხვალ ჩანიშნული სასამართლო პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

საქმე ეხება მარიამ კუკუნაშვილისა და  პოლიციელის სამართლებრივ დავას. როგორც კუკუნაშვილი აღწერს სამართალდამცველი მას უსამართლოდ მოექცა, მისი უფლებები შელახა, შეავიწროვა და დააზარალა. კუკუნაშვილი საზოგადოება თავისი პოსტის გაზიარებას სთხოვს და წერს რომ ამ კონკრეტულ საქმეს უპრეცედენტო ფაქტად აქცევს.

„ხვალ 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება დავა ჩემსა და პოლიციელს შორის. ადვოკატების მიერ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ჩანს, პოლიციელის მიერ განხორციელებული უხეში სამართლებრივი დარღვევები და ძალის გადამეტება. ეს მაშინ, როცა ამავე ჩანაწერში ისმის ისიც, თუ როგორ ვესაუბრები მე მას, ხმის ამოუღებლად როგორ გადავდივარ უკანა სავარძელზე იმ იმედით რომ აღარ შემავიწროვებს… მაშინ როცა, ის კარს არ მაკეტინებს, მიკრძალავს მუსიკის მოსმენას, ტელეფონზე საუბარს …ა.შ.

ჩემი ადვოკატების განმარტებით, პოლიციელი ბექა კაჭკაჭიშვილი ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, არ ვარ მოტივირებული შურისძიებით, თუმცა ვინაიდან ადგილი აქვს სისტემის მიერ ადამიანების უმოწყალო და ყოვლად უსამართლო ჩაგვრას, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო და ეს ჩემთხვევა სამაგალითო ცირკად ვაქციო.

ზემოთ აღნიშნულის ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ რომ ტელევიზიებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს, პორშეს ცენტრის გადამღები ჯგუფით, მათი დრონითა და კამერებით გამოვხატე ჩემი ურყევი რწმენა სიმართლისა და ღირებულებებისადმი და როგორც პოლიციის, ისევე პროკურატურისა და სასამართლოს შენობების წინ, გავაკეთე ჩანაწერები და გავუშვი გული ბურთები. ატყდა ფორიაქი, რეკვა სისტემის მიერ მათსავე დაცვის თანამშრომლებთან. აინტერესებთ, თუ რომელი ტელევიზიაა, რაზეცდაც მიიღეს პასუხი, რომ კერძო პარტიზანული ტელევიზიაა…

ამის შემდეგ მოსამართლის თანაშემწე რეკავს ჩემს ადვოკატთან შემოთავაზებით, რომ სასამართლო ხვალინდელ პროცესზე დაკისრებულ სასჯელებს მომიხსნის, თუმცა პოლიციელსაც არ გაამტყუნებენ. ადვოკატი იმასაც მეუბნება, რომ მსგავსი „გამონაკლისით“ ანუ სადაც არცერთი მხარე დამნაშავე არ არის, სხვა ადამიანებს არ ანებივრებენ და ენით გაუგონარ ჩაგვრას ახორციელებს სისტემა ადამიანების მიმართ. ამიტომ, მე მათ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე. საინტერესოა ეყოფა თუ არა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გამბედაობა პოლიციელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე. თუ არ ეყოფა და მოინდომებს, რომ ის დიდი დილემა და ცირკი რის წინაშეც სისტემა დადგა, შემდეგ ინსტანციას გადაულოცოს.

არა ტყუილებს, ჩაგვრას, ბოროტებას, კგბ-ს რიგებში მსახურებას, სისტემის მონობას! მე ვარ თავისუფალი ადამიანი და ვაცხადებ, რომ მოძალადეებს და მატყუარებს არ ვემორჩილები. სიყვარული , სიმართლე და გამძლეობა ხალხს.

პ.ს. მოგონილი ლიშენიის გამო მაწამეს, მანქანიდან გადმომსვეს, შემდეგ სასამართლოში მიჩივლეს, შემდეგ აღმოჩნდა რომ ლიშენია არ მქონია შეეშალათ, მაგრამ მაინც მიჩივიან, რადგან საკუთარი აზრების ქონა ის წვრილმანი ხულიგნობა ყოფილა, რომლის მტკიცებულებაც სისტემას არ გააჩნია. და ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინოდეს, საკუთარი თავების რწმენა, ტყულის და სიმართლის გარჩევის უნარი და პროტესტის ძალა დავკარგოთ და ვიყოთ უბედური მონები.

წამმზომი ჩაირთო, შიმშილის თამაშები დაიწყო! გააზიარეთ!“ - წერს კუკუნაშვილი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵მთელს მსოფლიოში ლიონელ მესის მაისურების დეფიციტია

🔵„გძულდეს და გეზიზღებოდეს მესი, ნიშნავს, რომ სიამოვნებას ვერ იღებდე მისი თამაშით და ნუ უკეთებთ საკუთარ თავს ამას“ - ცვატა ბერძენიშვილი

🔵„დღეს მოერიდეთ ზედმეტი ემოციის გამოვლენას“ - მიხეილ ცაგარელი