Digest Logo

„წამოვიღე კეკესთვის დიდებული საჩუქარი - ფირფიტა მარად სამახსოვრო ავტოგრაფით“ - გიორგი კეკელიძის სტუმრობა ნანი ბრეგავაძესთან

1765097370
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე ნანი ბრეგვაძეს სტუმრობდა.

აღმოაჩინა, რომ ლეგენდარულ მომღერალს, სასთუმალთან, „გურული დღიურები“ უდევს და ხშირად კითხულობს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი ავრცელებს და ოჯახში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს:

„თვეში ერთხელ მაინც ამბობდა ბაბუაჩემი, ამ სახლში ნანი ბრეგვაძეა ნაქეიფარიო. თვითონ კი არ დასწრებია იმ ქეიფს, ვისგანც იყიდა - იმან უთხრა, მაგრამ ისე ამბობდა, იმგვარი სიამაყით - საკუთარი ამბავი გეგონებოდა. ოზურგეთის სახლზე, სადაც გავიზარდე.

ჰოდა, ამას წინ შემხვდა საჯარო შეკრებაზე და მითხრა, შენი „გურული დღიურები“ სასთუმალთან მიდევსო - მე კიდევ ბაბუაჩემი გამახსენდა და მთელი დღე მეღიმებოდა.

დამპატიჟა, დილით ვესტუმრე და სხვა დანარჩენი ჩემი წიგნი, რაც მოვიძიე, წავიღე და წამოვიღე კეკესთვის დიდებულ საჩუქარი - ფირფიტა მარად სამახსოვრო ავტოგრაფით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ...“ - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი დამარცხების შემდეგ

„მალე ყველაფერი, რაც არ ემსახურება სიმართლეს, ღმერთს, ზრდას და სიყვარულს, ჩამოინგრევა...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

🎥 „სამი ჭოხო“ - ნატო გელაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს