Digest Logo

„წავიდა თავის შვილთან“ - ნიკოლოზ წულუკიძე ტარიელ ჭანტურიას ემშვიდობება

1783542553
ნიკოლოზ წულუკიძე

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ეპოქალურ პოეტს ნიკოლოზ წულუკიძე ემშვიდობება:

„...ცა მაინც ცაა: კაშკაშა, კეთილი,
შორით ვარსკვლავი კენტი!
ახლა ყველაფერი ისე იოლია...
(სიკვდილი ჰეფი-ენდი)“
წავიდა თავის შვილთან“, - წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ

⭕  „ჩვენი ნინა...“ - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას საოჯახო ფოტოსესია

⭕ „ულამაზესი და დახვეწილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ანი ჯავახი

⭕ „ყოველი ქვა წარსულის ისტორიას ინახავს“ - გიორგი ნიკოლავას ფოტოები მუცოს ხეობიდან