Digest Logo

„ცეკვა არის წმინდა რიტუალი, სადაც სული სხეულს ტკივილისგან წმენდს...“ - რას ამბობს ფსიქოლოგი

1783870197
ცეკვა ცეკვა

არასდროს, არასდროს შეაჩეროთ ის, ვინც ცეკვით საკუთარ თავისუფლებას იბრუნებს.

ცეკვა არის წმინდა რიტუალი, სადაც სული სხეულს ტკივილისგან წმენდს. ხელი შეუშალო მოცეკვავეს, ნიშნავს შეაწყვეტინო ლოცვა, დაუმსხვრიო ის ხიდი, რომელიც მან საკუთარ ღმერთთან ახლახან დააკავშირა.

„შეცვალე მოძრაობა და შეიცვლება შენი ემოციაც“ - თავისუფალი ცეკვის მაგია სწორედ იმაშია, რომ ის არ არის მხოლოდ ესთეტიკა და რეალურად თერაპიაა.

როდესაც „კუნთოვანი ჯავშანი“ (როგორც ამას ვილჰელმ რაიხი უწოდებდა) დუნდება, იმ მომენტში ადამიანი ხშირად განიცდის კათარსისს. ტირის, ყვირის ან პირიქით, ისტერიულად იცინის. ეს არის ენერგიის განთავისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში სხეულის უჯრედებში იყო გამომწყვდეული.

თავისუფალ ცეკვას ადამიანი თითქმის ტრანსულ მდგომარეობაში შეჰყავს და ამოდის ზედაპირზე ყველაფერი ის რაც დათრგუნულია. უფრო მეტად რეალიზდება მისი ემოციები და ფსიქიკა “ისვენებს”, ამ კონტექსტში შეუძლებელია არ ვახსენო ჩემი ფავორიტი!

გენიალური რეჟისორი, მისტიკოსი და ფსიქომაგი ალეხანდრო ხოდოროვსკი.  ხოდოროვსკიმ შექმნა „ფსიქომაგიის“ პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება იდეას, რომ არაცნობიერს არ ესმის რაციონალური ენა, მას ესმის მხოლოდ სიმბოლოებისა და მოქმედებების ენა. ხოდოროვსკი ხშირად იყენებდა სხეულებრივ მოძრაობას და ცეკვას, როგორც უმძლავრეს რიტუალს ადამიანის შინაგანი ბლოკების მოსახსნელად.

მისი ხედვით, თავისუფალი ცეკვა არის „წმინდა სიგიჟე“ (Sacred Madness).

როდესაც სხეულს უფლებას აძლევ იმოძრაოს ყოველგვარი კონტროლის, „ლამაზი“ ფორმების და სოციალური ნიღბების გარეშე, შენი ეგო ნებდება. შენ აღარ ხარ „ვიღაც“ შენ ხდები სუფთა ენერგია.

ხოდოროვსკი ადამიანებს მოუწოდებდა, ეცეკვათ საკუთარი არქეტიპები, საკუთარი „დემონები“ (შიშები, კომპლექსები) და წინაპრების ტკივილი. როდესაც შენს ბრაზს ან შიშს სხეულებრივ ფორმას აძლევ და მას აცეკვებ, შენ მასზე კონტროლს იბრუნებ. ის შენში კი აღარ არის ჩაჭედილი, არამედ შენს წინაშე ცეკვავს და ტრანსფორმირდება.

ეს არის გადასვლა ყოფიერებიდან საკრალურში. ხოდოროვსკის მიხედვით, ცეკვა არის გზა, რომ დაუკავშირდე შენს შინაგან „კოცონს“. სხეულის ექსტაზური მოძრაობით ადამიანი ტოვებს წარსულის ტრავმებს და აწმყო მომენტში იბადება ხელახლა.

ჯერ ცეკვავ სევდას, მერე ბრაზს და როცა ეს ემოციები სხეულიდან განიდევნება, სიცარიელეში იბადება ნამდვილი, პირველყოფილი თავისუფლება.

ცეკვა არის ყველაზე მოკლე გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ დაბერების კოდის გატეხა გენეტიკურ დონეზე შესაძლებელია“ - საინტერესო ფაქტი მიკროსკოპულ მედუზაზე

„არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელი ან სასარგებლო დოზა!“ - რას წერს ლევან შელეგია

„ქრისტიანობა არ დამთავრებულა სახარებით, დაუჯერე...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება