ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე 8 მარტს იუბილარი იყო, მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას გულთბილი მილოცვისთვის მადლობას უხდის.
„სულ 33 ასოა! რეები:) მოჰყევით, მითხარით, მისურვეთ! მომეფერეთ!! ყველა ასო შევითვისე თავისი გრძნობით და სიყვარულით!!! გაგროვებთ, გიფრთხილდებით და წელსაც გპირდებით, რომ თქვენს გულში ჩემი სიყვარულის უჯრა ისევ ხელუხლებელი დავტოვო!
შვილების და ოჯახის ბედნიერების შემდეგ, თუ რამეზე ვოცნებობ ჩემს გარშემო კეთილი ადამიანების ჯავშანზე!!!! ჩემი ტკივილიც კი მაძლიერებს, როცა გოგიჩა არსაიდან თავზე დამცემს სრულიად უცხო ადამიანების სითბოს და სიყვარულს! მინდა რომ ვიცხოვრო ისე რომ გიყვარდეთ!
მადლობა თითოეული ასოსთვის, რომლის ყველა ემოციით გაჟღენთილი და გაბრუებული ვარ!!! ერთად ყველაფერი უკეთესად იქნება მადლობა. ხანდახან მინდა რომ დავსქრინო და ავკინძო, როგორც სიცოცხლის და ენერგიის ელექსირი და ასე მქონდეს შენახული“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ცნობისთვის, ნათია ბანძელაძის მეუღლე გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. იგი სიმსივნეს რამდენიმე წელი ებრძოდა.
„უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ადრე ნათია ბანძელაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედით მეგრელი ვარ, ფოთში ვარ გაზრდილი და ცოტა მეგრულიც ვიცი...“ - დიმა ობოლაძე ბავშვობაზე
⭕ბუდუ ზივზივაძე იუბილარია - ფეხბურთელის ახალმა იმიჯმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა