საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იუბილარია - იგი 32 წლის გახდა.
ბუდუმ სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ფოტოებზე ფეხბურთელის ახალმა იმიჯმა გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა.
„ბუდუ გილოცავ 🥳🥳 ყველაფერი საუკეთესო შენ“,
„ბუდუ, გილოცავ! საუკეთესოდ მინდა იყო!“,
„იუბილეს გილოცავ ოქროს ბიჭო“,
„ბედნიერი იყავი“,
„საუკეთესო ბიჭს ვულოცავ დაბადების დღე“, - წერენ კომენტარებში.
ბუდუ ზივზივაძე 1994 წლის 10 მარტს, ქუთაისში დაიბადა. იგი კახა ზივზივაძისა და რუსუდან გეგეშიძის შვილია. ჰყავს უფროსი და. მას სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ბავშვობაში ბუდუ ჭადრაკისა და ცეკვის გაკვეთილებს ესწრებოდა, შემდეგ კი მისი მთავარი გატაცება ფეხბურთი გახდა.
ბუდუმ პროფესიონალური კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ძირითადად თამაშობდა მათ სათადარიგო გუნდში. ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა 2015 წელს, ჩაატარა 8 მატჩი, მოგვიანებით კი სამტრედიაში გადავიდა, სადაც 44 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 2016 წელს უმაღლეს ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ბუდუმ 2017 წლის იანვარში გააფორმა კონტრაქტი დანიურ კლუბ Esbjerg fB-თან. 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმთან“.
ბუდუსთან ერთად, მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა მისი ოჯახიც. სოციალურ ქსელში ბუდუს მშობლების არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გადაცემებში იწვდენდნენ მის მეუღლეს, უმშვენიერეს ნინი კვერნაძესაც, რომელიც ამბობდა, რომ თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა მეუღლის წარმატების გამო მზადაა, ეს კომფორტი დათმოს.
განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ბუდუსა და ნინის ქალიშვილმა. ხალისიანი, მოსიყვარულე და პოზიტიური შაი ყოველთვის იმსახურებს უცნობი ადამიანების დიდ სიყვარულსა და დადებით კომენტარებს.







⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით