ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ახალი გადაცემა „ჩემი საქართველო“ დაიწყო, რომის წამყვანები დიმა ობოლაძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი არიან.
ახალი სატელევიზიო პროექტი საქართველოს კუთხეებს შეეხება და მათი კულტურის წარმოჩენას. პირველი გადაცემა კი სამეგრელოს დაეთმო.
როგორც დიმა ობოლაძე ამბობს, მას სამეგრელოსთან დიდი კავშირი აქვს.
„მე სამეგრელოსთან დიდი კავშირი მაქვს. დედაჩემი არის ზერეგია, ფოთში ვარ გაზრდილი და იქ მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული, ცოტა მეგრულიც ვიცი.
ძალიან მიყვარს იქაურობა, იქიდან მაქვს სასწაული და ტკბილი მოგონებები“, - აღნიშნა მან გადაცემის დაწყებამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბუდუ ზივზივაძე იუბილარია - ფეხბურთელის ახალმა იმიჯმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით