Digest Logo

„ცეცხლი საღმრთო მადლია, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1786189217
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენი მთავარი მანუგეშებელი,
ჩვენი მთავარი მაცოცხლებელი,
ჩვენი მთავარი იმედი – იესო ქრისტეა.
ქრისტიანებს აბსტრაქტული იმედი არ გვაქვს – ჩვენი იმედი იესო ქრისტეა.
ოღონდ ჩვენ, ჩვენი რწმენა უნდა გავაცოცხლოთ,
უნდა ჩავუღრმავდეთ,
შრომა გავწიოთ(სულიერ შრომას ვგულისხმობ),
მუდმივად უნდა ვეძებოთ,
უნდა ვცდილობდეთ მასთან კომუნიკაცია გვქონდეს,
ღმერთთან კომუნიკაცია არ უნდა მოვიბეზროთ,
ლოცვაში მოუღლელნი უნდა ვიყოთ,
სულ უნდა გვქონდეს ეს და – სულის მდუღარება,
– რა არის სულის მდუღარება?
– “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ეს ცეცხლი აწვე აღეგზნას”,
და ქვეყანა, რომელშიც ცეცხლი უნდა აღეგზნას – ადამიანის გულია,
და ჩვენს გულში ცეცხლი უნდა ენთოს,
და ეს ცეცხლი საღმრთო მადლია, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გვეშინია სიახლის და ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „ურთიერთობებში ვნება და სექსუალური ენერგია მატულობს...“ - 8 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„გადაანაწილეთ საქმეები და მიეცით სხვებს თქვენი მხარდაჭერის საშუალება...“ - 8 აგვისტოს ენერგიები