
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანობასა და ცხოვრებაზე საუბრობს:
„ცხოვრება შიშის დაძლევის ხელოვნებაა - მის გარეშე ცალკეული პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და სასარგებლო ვერცერთი იდეა თუ საქმე ვერ გაცოცხლდება.
გაბედე - იყო ადამიანი.
ღმერთი შესაძლებლობაა, კაცი - განხორციელება.
ამიტომაც მოგვეცა თავისუფალი ნება.
ყველა თვითონ წყვეტს - უნდა, რომ მხოლოდ იცოცხლოს, თუ ცხოვრებასაც შეძლებს.
ყოველი გათენებული დღე ითხოვს ამ კითხვაზე პასუხს.
ბავშვებს, უწინარეს ყოვლისა, ეს უნდა ვასწავლოთ.
ჯერ ადამიანი ხარ - ნებისმიერი დანარჩენის საფუძველი ეს არის“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ გვიშლის ხელს სიცხე დაძინებაში? - სპეციალისტის რჩევები