Digest Logo

„ცხოვრების მთავარი საჩუქარი ჩვენი სიცოცხლეა...“ - ანი გიუნტერი იუბილარია

1715608663
ანი გიუნტერი

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი იუბილარია, იგი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოების მიმართ თბილი სურვილებისთვის მადლიერებას გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ ანი გიუნტერი 37 წლის გახდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ტელეწამყვანი უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

ერთ-ერთ ინტერვიუში გიუნტერმა ასაკზეც ისაუბრა, სადაც ამბობს:

„ყველა ასაკს თავისი ემოცია ახლავს. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკვე გადავლილია. ახლა ის პერიოდია, როცა ცხოვრების ყველა მომენტით ვტკბები“.

„მაინც გამიტაცეს გუშინ ჩემმა გოგოებმა და მაჩუქეს ბედნიერება. 

ცხოვრების მთავარი საჩუქარი ჩვენი სიცოცხლეა და ის კიდევ უფრო ლამაზი ხდება,როცა სითბოთი ვავსებთ და სიყვარულით ვაფერადებთ! 

მადლობა ყველას ამდენი კეთილი სურვილისთვის, ასმაგად აგსრულებოდეთ ყველა გაფიქრებული აზრიც კი!“, - წერს ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მამუკა მდინარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს

„ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება