Digest Logo

ცნობილი ქართველი მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა

1669205246
ზურა კიკნაძე

ცნობილი ქართველი მეცნიერი და მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა.

ზურაბ კიკნაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის განხრით და მრავალი წლის მანძილზე საქმიანობდა ამავე უნივერსიტეტში.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

მისი პირველი თარგმანი „გილგამეში“ 1963 წელს გამოქვეყნდა, 1978 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.

ზურაბ კიკნაძის კვლევის სფერო იყო შუამდინარული ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია, ისევე როგორც  ქართული მწერლობა, ფოლკლორი და მითოლოგია. ასევე იკვლევდა ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურას, ბიბლიის თარგმანსა და ეგზეგეტიკას.

ის  რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

„ოდისეის“ თარგმნისათვის ზურაბ კიკნაძემ 1978 წელს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიიღო. 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატი გახდა, 2005 წელს კი სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

მასვე ეკუთვნის ბიბლიის ქართული თარგმანი. მისი ავტორობით გამოცემულია არაერთი წიგნი, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ბიბლიური საზოგადოების ფორუმებში. მისი გავლენა და მნიშვნელობა თანამედროვე ქართული კულტურისთვის ფასდაუდებელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს შეძლებთ ძველი ნაცნობების ახლებურად დანახვას, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრების მხილებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„უცნობის კიდობანი“ დროებით წყვეტს მაუწყებლობას

🔵3 ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ