Digest Logo

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ პოეტ საშა გველესიანს

1795024844
 საშა გველესიანი

პოეტ საშა გველესიანს შაბათს, 21 ნოემბერს, მახათას მთის პანთეონში დაკრძალავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოეტთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები ხუდადოვის ქუჩის №55-ში მდებარე სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობს.

შაბათს, 11:00-დან 14:00 საათამდე, საშა გველესიანი ვაზისუბანში, ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ტაძარში იქნება დასვენებული, რის შემდეგაც მას მახათას მთის პანთეონში დაკრძალავენ.

„მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ, პოეტ საშა გველესიანთან გამომშვიდობებისა, გაცნობებთ, რომ ამ დღეებში პანაშვიდები მიმდინარეობს, სარიტუალო დარბაზში (ხუდადოვის 55). შაბათს, 11-დან 14 საათამდე, იგი დასვენებული იქნება ვაზისუბნის 9 კოლაელ ყრმათა სახელობის ტაძარში და შემდეგ, დაკრძალავენ მახათას მთის პანთეონში“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოეტი, მსახიობი და რეჟისორი საშა გველესიანი, 58 წლის ასაკში, 17 ნოემბერს გარდაიცვალა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა...“ - ვაკეში მომხდარი მკვლელობის დეტალები

⭕ როგორ გვიბრუნებს სამყარო ჩადენილ ცუდ საქციელს - „ხშირია ფინანსური პრობლემები“

🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე

✕