Digest Logo

„ცოტა ადრე მომივიდა, მაგრამ ნელ-ნელა გავალამაზებ“ - ნინო ჩხეიძემ ნაძვის ხე დადგა

1763487149
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მან ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო და სახლში ნაძვის ხე დადგა.

მომღერალმა ინფორმაცია გამომწერებს გაუზიარა და უთხრა, რომ ცოტა ადრე მოუვიდა ნაძვის ხის დადგმა:

„ცოტა ადრე მომივიდა, მაგრამ ნელ-ნელა გავალამაზებ“, - წერს ნინო ჩხეიძე. 

ცნობისთვის, მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა. მისი ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანი, რომელიც არაცნობიერად ფლანგავს თავის ძირითად სასიცოცხლო ძალას, ცდილობს, უბენზინო მანქანა დაქოქოს“ - ვატო მსხილაძე სექსუალურ ენერგიაზე

გიორგი წიტაიშვილი 25 წლის გახდა - როგორ მიულოცეს ნაკრების წევრს თანაგუნდელებმა იუბილე

მარიამ ელიეშვილის პატარა საბა გაქრისტიანდა - კადრები ნათლობიდან