Digest Logo

🎥 „წუთით არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა... მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა“ - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძესთან მიმოწერის დეტალებზე

1726769681
კესარია აბრამიძე

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დაღუპული მუდმივად შანტაჟის ობიექტი იყო.

„ერთი წუთით არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა. პირიქით, აქეთ იყო მუდმივად შანტაჟის ობიექტი. არც ის დაიჯეროთ, თითქოს რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონიათ.

ბექა მას მუდმივად ავიწროებდა, სახლიდან არ უშვებდა, აკონტროლებდა, უკონტროლებდა ზარებს, ესემესებს. კესო ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მტკიცების პოზიციაში იყო. ყოველდღიურად უწევდა იმის მტკიცება, რომ ბექა უყვარდა.

შარშან მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა და მას გაუგზავნა. კესოსაც ისევე უნდოდა ოჯახის შექმნა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს სურს. კესოსაც ისევე უნდოდა ოჯახური რუტინის შეგრძნება, როგორც თითოეულ ჩვენგანს. კესო არაჩვეულებრივი მეგობარი, მესაიდუმლე, უთბილესი, უკეთილესი, საოცარი იუმორის მქონე გოგო იყო. კესოს მისი მკვლელი ძალიან უყვარდა, ბექასაც უყვარდა, რომ გეკითხა“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძეზე

„მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო“ - თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძეზე

„ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მიკვირს, როგორ ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თან უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება ამ ბიჭთან“ - ნატა გულიაშვილი