Digest Logo

„თუ ადამიანი სწორად არ ვითარდება ქრისტიანობაში — მაშინ იგი ეკლესიაში დგას პრეტენზიით“ - თეოდორე გიგნაძე

1772373649
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„თუ ადამიანი სწორად არ ვითარდება ქრისტიანობაში — მაშინ იგი ეკლესიაში დგას პრეტენზიით.
— მას პრეტენზია აქვს მოყვასის წინაშე,
რომელიც გვერდზე უდგას,
— მას აქვს პრეტენზია აქვს მღვდლის მიმართ,
რომელსაც ის წინ ხედავს ამბიონზე,
იმიტომ რომ ისინი მას ისე არ ექცევიან, როგორც მას ეს სჭირდება,
და როგორც მას ეს აწყობს,
და წარმოუდგენია...
და, რა თქმა უნდა, მას, საბოლოოდ, პრეტენზია აქვს ღვთის წინაშე,
მოვიდა,
მოვიდა და არ დაეხმარე — აი ეს არის პრეტენზიული მდგომარეობა...
და, ამ დროს, ის არ მოვიდა მთავრისათვის — რომ ქრისტეს შეუერთდეს.
ეკლესიაში არის ქრისტე,
და ყოველ ევქარისტიულ მსახურებაში გეძლევა იგი მთელი სისავსით,
და გულს ვერავინ დაუშლის, იესო ქრისტეს სახელით ძგერდეს !
ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ განმაშოროს მე ქრისტეს,
როგორი მღვდელიც არ უნდა იყოს,
და როგორი მოყვასიც არ უნდა მედგას გვერდში...
და თუ მერე მე სწორად ვეძიებ უფალს,
უფალი იმ სამრევლოსაც მომცემს და იმ მოძღვარსაც, როგორიც მე მჭირდება.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ეს მთავარი არასოდეს არ დაგვეკარგოს,
და ის საიდუმლოება ღმერთთან ერთობისა — ყოველთვის გახსნილიყოს ჩვენს სულში და გულში“, - წერს თეოდორე გიგნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველს გადაიღებს

⭕„გაუშვით ის, რაც აღარ გეკუთვნით…და ადგილი დაუთმეთ ახალს“ - მთვარის სრული დაბნელება:რეკომენდაციები

🎥 „ჩვენი საამაყო...“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები მილანის მოდის კვირეულიდან