Digest Logo

„თუ ადამიანი თავის მართლებას იწყებს რაღაცნაირი ფორმით - ეს როგორც წესი არის არაჯანსაღი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1780664429
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ერთადერთი რამ, როცა ადამიანი სცოდავს,
ან ხორციელი, ან სულიერი ცოდვით — ერთადერთი რამ, რითაც შეუძლია მას მდგომარეობიდან გამოვიდეს,
ეს არის, რომ — არავითარ შემთხვევაში თავი არ გაიმართლოს;
მხოლოდ და მხოლოდ თავი დაღუნოს,
და სიმდაბლით სინანული გამოხატოს;
თქვას, რომ აი, როგორც პავლე მოციქული ამბობს — ყველაზე უფრო ცოდვილი მე ვარ,
უფალო, შემინდე.
და თუ ადამიანს გულს ატკენს,
იმ ადამიანსაც უთხრას — შემინდე;
თუ ეს არ არის,
და თუ ადამიანი თავის მართლებას იწყებს რაღაცნაირი ფორმით — ეს როგორც წესი არის არაჯანსაღი.
— რატომ ?
— იმიტომ, რომ ღვთის შვილი ხარ და სინანულით კიდევ გეპატიება, როცა ქრისტეს ღალატობ,
და თუ სინანული არ გექნა — როგორ შეიძლება რომ ღვთის შვილმა რაღაცებით თავი იმართლოს?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

თუ მზად ხარ საკუთარ შიშებს თვალებში ჩახედო, აი, 7 არასასიამოვნო, მაგრამ გათავისუფლებისთვის აუცილებელი სიმართლე

ნიკოტინი: ფარული საფრთხე თქვენი ძვლებისთვის - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს!

რა მოხდებოდა, ერთი დღით ადრე რომ დაბადებულიყავით?