Digest Logo

„რა დავაშავეთ ქალებმა, როცა თქვენზე ნაკლებად არ გვტკენია, არ გვწყენია და არ დაგვკლებია? ჩვენ ხომ მტრები არ ვართ და თქვენ ხურდას ჩვენ არ უნდა გვიბრუნებდეთ“ - ანა ვეზირიშვილი

1669362613
თერჯოლა - მაგნიტი

თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.

აღნიშნულ ფაქტს ფეისბუკზე სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ვეზირიშვილი გამოეხმაურა.

„ძალიან რთულია შეარჩიო სწორი სიტყვები, როცა რამდენიმე საათის წინ შენხელა გოგო ბენზინით დაწვა ქმარმა თერჯოლაში.

ბიჭებო, ამ ქვეყანაში არამარტო გოგოები არ ვუყვარვართ, საზოგადოებას არ უყვარხართ არც თქვენ.
თქვენ არ უყვარდით მაშინ, როცა დაუსრულებელ დავიდარაბას გასმენინებდნენ და აგრესიისგან ეზოში ლეკვს წიხლი ამოარტყით.

თქვენ არ უყვარდით მაშინ, როცა წაიქეცით, მუხლი იტკინეთ და ტირილი აგიკრძალეს. მაშინ ვერ გაიგეთ, რომ ემოციას გამოხატვა უნდა თქვენ არ უყვარდით არც მაშინ, როცა პირველად ბავშვურად შეგიყვარდათ. არავინ გითხრათ, რომ იმ გოგოს თქვენგან ყურადღება სჭირდებოდა და არა თმის მოწიწკვნა.

თქვენ არ უყვარდით მაშინ, როცა აგებდით ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბის. რადგან არ გასწავლეს, რომ წაგებაც მდგომარეობაა და მისი შეგუების უფლება ჩვენ გვაქვს, როცა არ გამოგვდის.

თქვენ არ უყვარდით მაშინ, როცა გითხრეს, რომ როცა გტკივა, უნდა მოითმინო და დიდობაში ამის გამო პრობლემაზე ლაპარაკის უნარი დაკარგეთ.

თქვენ არ უყვარდით არც მაშინ, როცა ბიჭობაში ჩხუბი არ გინდოდათ, მაგრამ თუ თქვენ მუშტზე მუშტს არ დააბრუნებდით, სირცხვილი იყო.

თქვენ დაგაჯერეს, რომ თქვენი პატივი და ღირსება სხვის ჩაგვრაზე გადის და მშვიდად გაცლა სირცხვილად ჩაგითვალეს.

და ყველა თქვენი შეგონება, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, თმა საბურველით დაიფაროს, არ იმუშაოს, არ იმეგობროს და არ იცინოს, ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში იმ შიშის გამოძახილია, რასაც გინერგავდნენ. რომ თუ ქალი ასე არ მოიქცეოდა, თქვენ თქვენს კუთვნილ ადგილს წაგართმევდნენ.

რა დავაშავეთ ქალებმა, როცა თქვენზე ნაკლებად არ გვტკენია, არ გვწყენია და არ დაგვკლებია?

ჩვენ ხომ მტრები არ ვართ და თქვენ ხურდას ჩვენ არ უნდა გვიბრუნებდეთ. ხურდას იმ ხალხს უნდა უბრუნებდეთ, ვინც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა“, - წერს ანა ვეზირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სიკვდილით დაისაჯოს ქალის მკვლელი. მოქმედების დროა, ჩვენს შვილებს რომ არ დავუტოვოთ ეს პრობლემა“ - ნინჩო ჯიბლაძე

🔵„რატომ არ ისმის ეკლესიის, განათლების მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, სამართალდამცველთა ხმა, რატომ არავინ შეისწავლის საზოგადოების კატასტროფის მიზეზებს “ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„ბოლოს კახეთში ვნახე, მის სახლში მიმასპინძლა... ეს მითხრა უკანასკნელ სიტყვად, როცა გამომაცილა“ - ვინ გარდაეცვალა გიორგი კეკელიძეს