სენაკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას 43 წლის კახა გაბელია ემსხვერპლა. გაბელიას გადარჩენას ექიმები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.
„სენაკში ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კახა გაბელია გამთენიისას, ქუთაისის კლინიკაში დაიღუპა.
ქუთაისის კლინიკაში, რამდენიმე დღე იყო. გამთენიისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტომობილი, რომელსაც კახა გაბელია მართავდა, ბორდიურს შეეჯახა“, - წერს სენაკის ქრონიკა.
ასევე დაგაინტერესებთ👇