ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს წერს და აღნიშნავს, რომ დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც ღმერთი, იგივე სინდისი ქმედებებს არ კარნახობს.
„ძველი გამოთქმაა:
„თუ არ იცი, როგორ მოიქცე, კარგად მოიქეცი“.
შემჩნეულია, რომ ეს უნივერსალური სიმართლეა და შეიძლება ნებისმიერ დროს გამოგადგეს.
რა არის კარგად მოქცევა?
დედამიწაზე ჯერ არ უცხოვრია ადამიანს, რომელსაც ღმერთი ამას მუდმივად არ კარნახობდეს.
ამ მოკარნახეს სინდისი ჰქვია და მას ყოველდღე შენთან ერთად ეღვიძება“, - წერს მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი ღრიალი ნახევარ დიღმის მასივს ესმის... აქ მიდიხარ?მკლავ?“ - რას წერს რამაზ გიგაური
🎥 გიორგი გიგაშვილმა ანტონ რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა