წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში ბავშვთან ქცევის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანი კომფორტული ადამიანების აღზრდა არაა, შვილს უნდა ასწავლოს პატივისცემა და საზღვრების დაცვა:
„თუ ჩემს შვილს არ სურს შეხება, არ შეეხოთ მას.
ნუ მოისყიდით კანფეტით კოცნის ან ჩახუტებისთვის.
არ აიყვანოთ და არ აიძულოთ ჩაგეხუტონ ან გაკოცონ.
ნუ აიძულებთ მას, რომ შეეგუოს ამას, როცა არ არის ეს მისთვის კომფორტული.
ჩემი მიზანი კომფორტული ადამიანების აღზრდა არაა, უნდა ვასწავლო პატივისცემა და საზღვრების დაცვა.
თუ ეს არ მოგწონს, ბოდიში, მაგრამ მე ვასწავლი ჩემს შვილს, რომ თუ მისთვის რაიმე არ არის კომფორტული და არ სურს შეხება, აქვს უფლება და შეუძლია თქვას - არა!“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეცადეთ, არავის აჰყვეთ უაზრო კამათში...“ - ხათუნა ნოელი ლილიტის და მერკურის შეერთებაზე გვაფრთხილებს
⭕რა დღეებში გადავჭრათ სადავო, სასამართლო საკითხები დეკემბერში - თიკა ქოქაშვილი თარიღებს ასახელებს