
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვის ღიმილზე წერს:
„არაფერი მინახავს ბავშვის სიცილზე უკეთესი და მნიშვნელოვანი.
მასშია ბედნიერებაც, იმედიც, სიცოცხლის გაცხადებაც, სამყაროს იდუმალებაც და მშვენიერებაც. თუ ბავშვის სიცილი გინახავს, არასდროს თქვა, რომ ღმერთის ღიმილი არ გინახავს.
როგორია სამოთხე? შეიძლება ისეთი, როგორიც ბავშვის გულწრფელი სიცილი.
ამაზე მეტი კეთილგანწყობა არ არსებობს. თუ კარგი ადამიანი ხარ, ყოველთვის იზრუნე იმაზე, რომ ბავშვი იცინოდეს - ყველა სხვა და ისიც, შენში რომ ცოცხლობს.
მაშინ სამყაროც გაგიღიმებს შენ“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბაბიტო მამიკოსთანაა“ - ბარბარე ჯანაშია მამასთან შეხვედრის ემოციურ კადრებს აქვეყნებს
⭕კვარაცხელიების ოჯახური შეკრება - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია?
⭕ „ჩემი ცოლი, პარტნიორი, მეგობარი, ჩემი სიყვარული და სინათლე“ - კარლო პონტი მეუღლეზე