ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც დიაბეტის მქონე ადამიანებს მიმართავს:
„დიაბეტი ჩუმად იწყება, მაგრამ შეგიძლია დროულად შეაჩერო,
თუ დაგიდგინდა დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა ან ე.წ. პრედიაბეტი - ნუ შეშინდები. აიღე კონტროლი საკუთარ ჯანმრთელობაზე.
დაიცავი ეს მარტივი წესები ყოველდღიურად:
1) დაიწყე დღეში მხოლოდ ორი დიდი (სრულყოფილი)კვებით, მიეცი სხეულს დრო ინსულინის დასარეგულირებლად.
2) მიიღე 1 სუფრის კოვზი ძმარი ჭამის წინ, შეურიე 150 მლ წყალში და დალიე ჭამის წინ.
3) ყოველთვის დაიწყე კვება ბოსტნეულით, თუ პურის გარეშე ვერ ძლებ, მიირთვი ბოლოს სულ ცოტა.
4) იარე ჭამის შემდეგ მინიმუმ 30 წუთი, ეს ბუნებრივად არეგულირებს სისხლში შაქარს.
5) დაიძინე 11 საათამდე. გვიანი ძილი ზრდის ინსულინის რეზისტენტობას.
ეს წესები ასევე მოქმედებს, თუ გაქვს:
მაღალი ქოლესტერინი;
ცხიმოვანი ღვიძლი;
ჭარბი წონა.
შენი ყოველდღიური ჩვევები განსაზღვრავს შენს მომავალ ჯანმრთელობას. მოუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას დღეს, სანამ დაავადება მოგერევა“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ: