Digest Logo

„თუ დღეს მე ღმერთის მსახურებაში ვდგავარ, ამ გზის დასაწყისში შენი ხელების წვლილიც არის“ - იერონიმე ქათამაძე დედას დაბადების დღეს ულოცავს

1785498874
 იერონიმე ქათამაძ

მღვდელი იერონიმე ქათამაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსახურობს, სოციალურ ქსელში დედას დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ სიტყვებს უძღვნის:

„დედა… ღვთისგან ბოძებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში.

დღეს შენი დაბადების დღეა და კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად ძნელია სიტყვებით იმის თქმა, რასაც გულში ვგრძნობ.

შენ ხარ ადამიანი, რომლის სიყვარულიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა პირობითი. შენი ლოცვა ჩემთვის უხილავი ძალა არის მაშინაც კი, როცა ამას ვერ ვაცნობიერებ.

მადლობა, რომ ყოველთვის ხარ ჩემთვის ის სივრცე, სადაც არ მჭირდება საკუთარი თავის მართლება, რადგან დედის სიყვარული უცვლელი და ნამდვილია.

თუ დღეს მე ღმერთის მსახურებაში ვდგავარ, ამ გზის დასაწყისში შენი ხელების წვლილიც არის - ხელები, რომლებმაც გამზარდეს, ლოცვები, რომლებმაც ამ გზაზე გამაცილეს და გული, რომელიც სამარადჟამოდ ჩემს გვერდით დარჩა.

გილოცავ დაბადების დღეს, დედა.  

ღმერთმა შენი სიცოცხლე დიდხანს აკურთხოს, შენი გული სიხარულით აავსოს და შენი ყოველი დღე თავისი მადლით გაანათოს.

მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით შემიძლია ვთქვა.

მრავალჟამიერ!

ღვთისა და ღვთის ერის მსახური, ხოლო შენთვის მარად შენი შვილი“, - წერს იერონიმე ქათამაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იწყება პროცესები, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდება“ - თამარ ხოსროშვილი აგვისტოს ტენდენციებზე

„რა დრო მოგცა ღმერთმა და რისთვის? ამ პასუხზე ყოველი გათენებისას დაგვაფიქრებს სამყარო“ - რას წერს გია მურღულია

„ბიოლოგიის გამოცდაზეც ჩემმა მოსწავლეებმა უმაღლესი შეფასებები აიღეს“ - გიორგი ღოღობერიძე აბიტურიენტებზე