Digest Logo

„თუ გულის სიტყვებთან ბრძოლას არ ვისწავლით - ყველაფერი ამაო იქნება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1756028133
თეოორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„გულისსიტყვებთან ბრძოლას თუ არ ისწავლი, ყოველდღე რომ ეზიარებოდე,
საათობით რომ ლოცულობდე,
გამუდმებით რომ კითხულობდე წმინდა წერილს და წმინდა მამებს,
თუ გულის სიტყვებთან ბრძოლას არ ვისწავლით - ყველაფერი ამაო იქნება;
ეშმაკს როგორც მოუნდება - ისე წარგმართავს,
მოგატყუებს,
ვერაფერს ვერ უზამ საკუთარ თავს,
სასაცილო იქნები,
ადამიანები შეგხედავენ და იტყვიან - "ეს არის ქრისტიანობა?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლად შესვენებულთა...“ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

⭕ მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

🎥 ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა