
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„აი, ქრისტიანი რომ ხარ და ვერა და ვერ დადექი ფეხზე,
მოხვალ, შეინანებ, ისევ,
მერე ისევ,
მერე ისევ...
ათასანიარ ცოდვას ჩავდივართ,
სულიერს, ფსიქოლოგიურს თუ ხორციელს,
ჩვენი გამოსწორება არ იქნება,
ვერ დავდექით ფეხზე,
- რატომ?!
- იმიტომ, რომ გულის სიტყვის დონეზე არ ვიბრძვით,
იმიტომ, რომ თუ გულის სიტყვის დონეზე არ დაამარცხე ცოდვა და ეშმაკი შენში, ის აუცილებლად განივთდება შენს სიტყვაში და შენი ცხოვრების წესში, და შენს ქმედებაში,
და გბილწავს,
მთელს შენს არსებას ბილწავს...“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე