🛑 გველის ნაკბენი: როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ?
🚫 ყოვლად დაუშვებელია!
• არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან
• არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი
• არ დაადოთ ლახტი ან ყინული
• არ დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით
• არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.
⚠️ პირველი დახმარება
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112)
• დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე
• მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა
• უზრუნველყავით სითხის მიღება
• კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე
• სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა.
💡 მნიშვნელოვანია, თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა.
ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ.
🛡️ პრევენცია — როგორ ავიცილოთ თავიდან
• სწორი ჩაცმულობა - გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
• გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე — ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ
• იყავით ფრთხილად ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს.
ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე. აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
📞 გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარს ჩემი ქალაქი...“ - დალი ჩიტალაძე თბილისის ქუჩებში პოზირებს