განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში რა პროცესები ვითარდება და რეალურად რა ხდება - ამის შესწავლის, გააზრებისა და გათვალისწინების გარეშე ვერც ვერაფერს გათვლი, ვერც ვერაფერს დაგეგმავ, ვერც ვერაფერს გააკეთებ და ვერც ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, როგორ იაზრებ, აშენებ და ავითარებ შენს ქვეყანას - სახე და საქმე მისი ჩანს, ვინც სარკეში იყურება.
თუ ნება და ენერგია არ გააერთიანე, ყოველდღე უფრო ძლიერი და უკეთესი არ გახდი, თანამედროვე მკაცრ სამყაროში წარმატებას ვერ მიაღწევ და საერთოდ თუ გადარჩი, მუდმივად მეათეხარისხოვანი იქნები.
პატივისცემასა და ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ქმნის და რაციონალურად იყენებს მათ.
პატრიოტობა გონივრული სიყვარულია და არა უბრალოდ სიყვარული,“ - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: