Digest Logo

„თუ პატრიარქი გვიყვარს, არ შეიძლება, სხვა ადამიანების მიმართ ბოროტება გვქონდეს...“ - დეკანოზი შალვა კეკელია

1774295424
შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც უწმინდესის შესახებ საუბრობს:

„პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში ეწერა - „ნიჭიერ კაცს დაფასება სჭირდება... და მერე აგრძელებს, რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია. მთავარია აღმოაჩინო, რისი ნიჭი გაქვს, რით შეგიძლია ამ ქვეყანას ემსახურო“
ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პატრიარქი, ამდენი აყვედრეს და რა არ ილაპარაკეს მასზე. მთელ ერს პატიება და შენდობა აქვს სათხოვნელი, რომ არ დავიცავით ის. ერთი ილია უკვე მოვკალით, ტყვია ვესროლეთ, ნუთუ არ უნდა გამოვფხიზლდეს ჩვენი ერი?! ნუთუ არ გვეყო ქართველებს ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ერთმანეთის დამცირება. პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ეს ქვეყანა უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება პატრიარქი გიყვარდეს და მის შექმნილ საპატრიარქოს, ეკლესიას და გაზრდილ შვილებს ლანძღავდე და ამით რწმენის სულს კლავდე ახალგაზრდებში.

მაგრამ ქართულ სულს ვერ მოკლავენ. ქართველი დღეს დადგა ფეხზე, მთავარია, ეს ერთობა შევინარჩუნოთ, ადამიანებს ვაპატიოთ და ჩავეხუტოთ. თუ პატრიარქი გვიყვარს, არ შეიძლება სხვა ადამიანების მიმართ ბოროტება გვქონდეს, უსიყვარულობა ან სიძულვილი. არ შეიძლება.

ვერ გადავრჩებით, თუ ქართველი ერი არ დაბრუნდა ეკლესიაში, თუ არ მივიდნენ მოძღვრებთან, დადგნენ მსახურებებზე და აღსარებაზე. სწორედ ეს უნდოდა პატრიარქს მთელი ცხოვრება, რაც დღეს ხდება. სულ ამაზე ლოცულობდა- „ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო“ და „ღმერთო ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე“ ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველებს ამ გზაზე სიარული“, - წერს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ილია II-ის პატრიარქობის ჟამს მოხდა განახლება მთელი ქართული ეკლესიის...რომ შეიძლება ითქვას, ახალი, მორწმუნე, ქრისტიანული ერი შეიქმნა“ - დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია

🎥 „როცა გზა აღარ იყო სავალი, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა...ისეთ გზას დაგანახებდა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

⭕ ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქმა საკუთარი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო