
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა.
პირველი ტაიმი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშით - 38:37 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 42 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, მატჩი 80:70 დასრულდა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ამ წარმატებას, მწერალი გიორგი კეკელიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„თუ ვინმე ამბობდა რომ ამ საუკუნეში სასწაულები აღარ ხდება, დღეიდან მწარედ გაწბილებული დარჩება - საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები გამოთიშა ტურნირს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დუტა სხირტლაძის ქალიშვილი გათხოვდა - კადრები ცერემონიიდან
📸 სალომე ბაკურაძის და გვანცა დარასელიას კადრები - „ანათებთ გოგოებო!“
⭕ დუდა სანაძე: მადლობა ყველას, ეს მოგება საქართველოსთვის იყო